- Advertisement -

თინა ხიდაშელი: “დელტას” ხელმძღვანელზე საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო!

418

„ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, მოქმედი მინისტრის ლევან იზორიას პარლამენტში გაკეთებეულ განცხადებას.

დელტას ხელმძღვანელზე საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო.

ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს. ამაში პრობლემა არაფერია თავისთავად, ბატონ იზორიას შეუძლია ვისაც უნდა იმას მოურიგდეს ან გაურიგდეს, ეს მისი პრეროგატივაა, უბრალოდ ტყუილის თქმა არ არის საჭირო ამ გზაზე. სულ ეს არის.

დელტას ხელმძღვანელი საკითხი ბოლოს იმიტომ დავწერე, რომ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ყველაფრიდან რაც დღეს კომიტეტზე თქმულა. და თქვენ რომ არ გეკითხათ არც კი მივაქცევდი ყურადღებას“, – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს, "დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი "დელტაში" არსებული სავარაუოდ დარღვევების მიზეზით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუშინ, მოხდა მისი თანამდებობაზე დაბრუნება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ძოძუაშვილი თანამდებობიდან დარღვევებით გაათავისუფლეს, რასაც თინა ხიდაშელი კატეგორიულად არ ეთანხმება.

Comments
Loading...