- Advertisement -

თინა ხიდაშელი: შსს-მ დაადგინა, რომ პლანეტა დედამიწიდან განხორციელდა შეტევა

17

“თითქმის 24 საათი გავიდა ქვეყანაზე უპრეცედენტო თავდასხმიდან:
1. ნულოვანი რეაგირება ხელისუფლებისგან.
2. არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო იმის ანალიზი მაინც რომ მომხდარიყო რა მასშტაბის ზიანი მოგვადგა, სად ვართ და რა დღეშია ქვეყნის ათასობით ორგანიზაციის ინფორმაცია, ინტელექტუალური საკუთრება, და სხვა.
3. შსს-მ დაადგინა რომ პლანეტა დედამიწიდან განხორციელდა შეტევა.
4. მე არ მომისმენია პრემიერისგამ რამე დამაიდებელი ან ინფორმაციული, მითხარით რომ იყო და ვერ ვნახე.
5. სამაგიეროდ სიმაღლის მიხედვით დაწყობილები გვიყვებიან მორიგ ჯერზე დიდი ქველმოქმედის შესახებ და ტაშს ელიან”, – წერს თინა ხხიდაშელი. 
შეგახსენებთ, რამდენიმე სახელმწიფო უწყებაზე გუშინ კიბერშეტევა განხორციელდა. დღეს კი ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, რომ შესაძლოა შეტევა ქვეყნის გარედან განხორციელდა და შესაძლოა ქვეყნის შიგნიდან.
The post თინა ხიდაშელი: შსს-მ დაადგინა, რომ პლანეტა დედამიწიდან განხორციელდა შეტევა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...