- Advertisement -

თორდია: მერიასა და ფარცხალაძეს შორის კორუფციულ გარიგებას ვერ დავადასტურებ, ეს იყო ნეპოტიზმი

626

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" აცხადებს, რომ მერიასა და ყოფილ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებას ვერ დაადასტურებს, თუმცა ლაშა თორდია ნეპოტიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. 

"ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვა, რომ ეს იყო ნეპოტიზმი, არ ვიცი, ჩვენ ვერ დავადასტურებთ კორუფციული გარიგება თუ იყო, იმიტომ რომ კორუფციულ გარიგებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული თანხების გადაცემა საჯარო მოხელისთვის, ან პირიქით, ეს ფაქტი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ფაქტი, როცა ძალიან მოკლე ვადებში, ძალიან დაბალ ფასებში ხდება მიწის ნაკვეთების ჩანაცვლება და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა თვითონ მიწის ნაკვეთის გადაცემის ესეთ სიმარტივესთან, როცა მომთხოვნი მხარე მიმართავს რაღაც პირობებით და მერე პირობები ითვალისწინებს ამ მომთხოვნი მხარის კრიტერიუმებს",-განაცხადა ლაშა თორდიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა კომპანია "სასათბურე პირობებში" მერიის მხრიდან, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ასე ფიქრობენ. 

ლაშ თორდია შარდენზე მდებარე ბარში გუშინ ცემეს. მისი თქმით, ოთარ ფარცხლაძემ და რამდენიმე პირმა ბარის შესასვლელის ტერიტორიაზე ცემა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

Comments
Loading...