თორნიკე რიჟვაძეს 4 წევრიან კაბინეტში ორი ახალი მინისტრი ჰყავს წარმოდგენილი

137

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის გამარჯვების შემთხვევაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ახალი სახე ჯაბა ფუტკარაძე დაიკავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი ტიტე აროშიძე, რომელიც მანამდე ბათუმის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ისევ ინგა შამილიშვილი რჩება, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ასევე ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრაველსობამ მხარი უკვე დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.

"მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის მის მიერ დასახელებული შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება." – ნათქვამია აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მირრ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმკდომარეობისკანდიდატი 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს.

Comments
Loading...