- Advertisement -

თორნიკე შარაძენიძე: მთავრობა სერიოზულ შოკშია იმის მერე, რაც სტრასბურგში მოხდა

960

"გაუგებრობაში და შარში ვართ მე მგონი",- ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შრაშენიძე რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებას. ამ საკითხზე თორნიკე შარაშენიძემ რუსთავი 2-თან ისაუბრა. 

"პრემიერი ამბობს, რომ ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ეს არის ნაცმოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ. ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად თუ ვიტყვით, როგორც ჩანს მთავრობა არის სერიოზულ შოკში იმის მერე, რაც მოხდა სტრასბურგში.

როდესაც ბოლო დღეებში წავიდა ეს ისტერიული მესიჯი – რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, რაც არის სამარცხვინო, იმიტომ რომ იყო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს ისტერიული მესიჯი კიდევ უფრო გაუფუჭებს მათ საქმეს სტრასბურგში და კიდევ უფრო შეამცირებს მათ შანსებს სტრასბურგიში ამ პროცესის მოგების, რომელიც ისედაც ძალიან მცირეა,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

Comments
Loading...