თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მეწყრისაგან დაზიანებული 600 მეტრიანი მონაკვეთი სრულად განვლადია.
ამჟამად, გზის წმენდა გრძელდება, მძიმე ტექნიკითა და მთასვლელების დახმარებით.
ზამთარში და გაზაფხულზე, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა მოწყდა. სტიქიის შედეგად მდ.ალაზნის დინება და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილი იყო .