ვითარება გართულდა თუშეთში, ხახაბოს ტყეში. ხეობაში დღეს დილიდან ძლიერი ქარია, რამაც უკვე არსებული კერის გააქტიურება და გაფართოება გამოიწვია.
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ამ წუთებში ცეცხლი გამხმარ ხეებს უკიდია და ქარის მიმართულებით, ალპური ზონისკენ მიემართება.
ადგილი მიუვალია, ტერიტორიაზე ვერტმფრენმა დესანტის საცით სამაშველო ჯგუფი გუშინ ჩამოსვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავიაციის ჩართვა ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში საჭიროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა.