- Advertisement -

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

362

 

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძარის ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც. წინასწარი ინფორმაციით,ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

"თუშეთში უკვე სამოცზე მეტი ადამიანი მუშაობს. ამ წუთებში ვერტმფრენი დესანტირებას ახორციელებს, ცოცხალ ძალას კიდევ 40 ადამიანი დაემატება, რომელებიც სპეციალური აღჭურვილობით არიან შეიარაღებულნი, ადგილზე იმუშავებს ერთი ვერტმფრენიც", – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

თუშეთში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა.

Comments
Loading...