“თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ავამოქმედოთ”
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის განცხადებით, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ.
"საქართველომ იცის, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ჩვენ შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დავიწყოთ. ასე, რომ საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის მომავალი. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია დავიცადოთ, მაგრამ რაოდენობის ზრდა შეშფოთების საგანია. კიდევე ერთი საკითხი რაც გვაწუხებს, არის ის, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შორის კრიმინალის დონე უფრო მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ საქრთველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს", – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.