- Advertisement -

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

2

„მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, თუ ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანაკურსელები გამოჩნდებოდნენ, მათ ხინკალზე დავპატიჟებდი, კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა პირობის შესრულება მაინც გადავწყვიტე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – ასეთი წარწერა ახლდა ხინკლის ყუთებს.
რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში მაშინ დაპატიჟა, როდესაც შალვა თადუმაძეს პარლამენტში როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ.
„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
The post „თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...