- Advertisement -

“თქვენ ხართ ივანიშვილის მონები”, – ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ სემეკ-ის სხდომა შეწყდა

420

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხი განიხილებოდა სხდომა დროებით შეწყდა.

სხდომაზე იყო ხმაური და დაპირისპირება. კომისიის წევრებს სხდომის განახლების საშუალებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები არ აძლევენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. მათ კომისიის წევრებს "ივანიშვილის მონები" უწოდეს. "ლეიბორისტები" ითხოვენ, რომ სხდომა არ განახლდეს.

ამ წუთებში სემეკ-ში ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ვითარება ისევ დაძაბულია.

ადგილზე მივიდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც.

"ეს იქნება ის რაც გააკეთა ერევანმა შარშან რომელსაც უძვირებდნენ დენს და მთელი ერევანი გამოვიდა ქუჩაში.11 თეთრზე მეტი ტარიფი არ შეიძლება იყოს თბილისში", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...