- Advertisement -

იაგო ხვიჩია: თავი დაგვანებეთ და გვაცადეთ იმ ადამიანებს, ვისაც ნარკოპოლიტიკაზე რაღაც წაგვიკითხავს

327

ქაჯურად არ მოვიქცეთ, თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანებივით მოვიქცეთ“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.

„თქვენ რომ დაინახავთ, რომ ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, პოლიციას უძახებ და ამ ადამიანს იჭერთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შეიძლება თქვენი შვილი იყოს, ნათესავი ან მეგობარი.

ქაჯურად არ მოვიქცეთ, მოვქცეთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანებივით. მარტო ხელისუფლებას კი არ ეხება კრიტიკა, მათ შორის, ჩვენც სწორად მოვიქცეთ, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ვმონაწილეობთ, პასუხისმგებლობა გვეკისრება, არ უნდა ვთქვათ ისეთი სუსულელე, როგორიც არის, რომ ადამიანს არ ეკუთვნის თავისი სხეული.

მე არ მეგულება მსოფლიოში ადამიანი, მათ შორის ამ სიტყვების ავტორი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ ადამიანს საკუთარი სხეული არ ეკუთვნის. ასეთი არგუმენტები არ ჩავუგდოთ ხელში სისტემას. ასევე ისეთი არგუმენტები არ ჩავუგდოთ ხელში, როგორიც არის, მოდი ადამიანებს ვუმკურნალოთ იძულებით ან ისე, ბიუჯეტის ხარჯზე, ეს შეიძლება იყოს დროებითი ღონისძიება, წარსულში რომ არასწორად ვიცხოვრეთ იმის გამოსასწორებლად. თუ ჩვენ ასეთ არგუმენტებს ჩავუგდებთ სისტემას, იცით რას გვეტყვის? ნარკოტიკები რომ დავალეგალიზო, ყველა გახდება ნარკომანი, ჩვენ ხომ არ ვუმკურნალებთ მათ,?!“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ლიბერალიზაციის წინააღმდეგები 90-იანი წლების თაობაა.

„როცა ვსაუბრობთ, რომ მთელი ქვეყანა განარკომანდება, ჩვენ ხომ სინამვილეში ამ საუბრის ექსპერტიზა არ გაგვაჩნია?! ყველას არგუმენტი ფაქტობრივად არის ის, რომ არ გახსოვთ 90-იან წლებში რა მოხდა?

90-იან წლებში გეტყვით რა მოხდა, ქვეყნის მტერმა საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს დაურიგეს იარაღი და ნარკოტიკები და უთხრეს, აბა თქვენ იცით, მიხედეთ ამ ქვეყანასო. და ასე მივხედეთ ამ ქვეყანას, ნარკოტიკების ბრალი კი არ იყო, რა იყო ქვეყანაში 90-ია წლებში მოწესრიგებული, რომ ნარკოპოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, როგორც მოწესრიგებულზე? მაშინ ლეგალიზებული იყო რამე, დეკრიმინალიზებული თუ რა იყო? სხვადაშორის ყველაზე მეტ პრეტენზიას ხომ ის თაობა, მამების და ბაბუების თაობა აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენ ხომ ის თაობა ხართ, რომელიც დღეს მორალს გვიკითხავთ, მაგრამ 90-ანი წლები ხომ თქვენი პასუხისმგელობაც არის? როგორც თაობის. და ამ 90-იან წლებში როდესაც თქვენ გებარათ ნარკოტპოლიტიკა, როგორ მიხედეთ ამას, კარგად მიხედეთ? თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვაცალეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნარკოპოლიტიკის შესახებ რაღაც წაგვიკითხავს.

უმრავლესობას სინამდვილეში ნარკოტიკს რომ გაიგებს, შპრიციანი კაცი ელანდება, რომელიც თითქოს, მისი წარმოდგენით, სადარბაზოში მისდევს ბავშვს ძალით ნემსის გასაკეთებლად. ასე ხომ არ არის. ამ ცრურწმენას ვართ აყოლილები, ჩვენ გვჯერა ჯადოების, რომელსაც არანაირი კავშირი მეცნიერებასთან არ გააჩნია, დავინტერესდეთ რას გვეუბნება მეცნიერება, მკურნალობის რა გზები გვაქვს, რა გამოსავლი გვაქვს, რომ შევაცმრიოთ ნარკოდამოკიდებულება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია. 

Comments
Loading...