- Advertisement -

იან კელი: ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს და ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესს ვულოცავ

504

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს და ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესს ულოცავს. იან კელის ვიდეომიმართვას საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე ავრცელებს. დიპლომატი ქართულ ენაზე ესალმება საზოგადოებას და საქართველოს წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას უსურვებს.

„გამარჯობა. დღეს მინდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მივულოცო და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები.

ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზეა დამყარებული, რომელიც მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვდევს. ეს საერთო ღირებულებებია: ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება, და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოდგენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში „ვეფხისტყაოსანი“.

მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის თარგმნილი, მათ შორის ამერიკელი პოეტის ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმანები პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძებლობას იძლევა. საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას. გილოცავთ და დაუმარჯოს!",-აცხადებს იან კელი. 

Comments
Loading...