"ქალთა მოძრაობის" წევრის იდა ბახტურიძის განცხადებით, საქართველოში ქალებს რეალიზების შესაძლებლობები ბავშვობიდან ეზღუდებათ. ქალთა უფლებებზე იდა ბახტურიძემ გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" ისაუბრა.
"როდესაც იგებენ უკვე სქესს, ჩანასახშივე ხდება ქალის ჩაგვრა. მაგალითად, როდესაც ბავშვი იზრდება და სოციალიზაციას გადის, იწყება ვინ როგორ უნდა მოიქცეს. კაცი წახალისებულია, რომ იყოს აქტიური, აგრესიული, მომთხოვნი, მათ შორის ძალადობრივად მოითხოვოს რაღაცები.
ქალის შემთხვევაში კი პირიქით, ის მუდმივად უნდა ითმენდეს და ელოდებოდეს. ეს არის ის მოცემულობები, რაც შემდეგში ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს. მათ შორის გვისაზღვრავენ ვინ, რომელ სფეროში უნდა მოღვაწეობდეს და ვიღებდეთ განათლებას. პოლიტიკა და ის სფერო, სადაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არის ქალების სფერო", – განაცხადა იდა ბახდტურიძემ.