- Advertisement -

ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

459

ივლისის თვიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ინტერნეტი იმ სოფლებში იქნება, რომლებიც უფრო მეტად არის დასახლებული და გამოირჩევა საოჯახო სასტუმროების სიმრავლით.

„ამჟამად ქსელის ნაწილი კახეთიდან აბანოს უღელტეხილამდე მიყვანილია, მეორე ეტაპი კი ინტერნეტის ომალომდე მიყვანა იქნება. სექტემბრამდე თუშეთის უდიდესი ნაწილი ინტერნეტიზებული უნდა იყოს. წოვათის ხეობის გარდა, ინტერნეტით დაფარული იქნება ყველა ის სოფელი, სადაც მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობაა დასახლებული.

ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტის მიწოდება იმ სოფლებისათვის, სადაც არ იჭერს მობილური ტელეფონი.,,– განაცხადა მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია – „ინტერნეტსაზოგადოება“ აფინანსებს. პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი დოლარია გამოყოფილი.

Comments
Loading...