- Advertisement -

იზორია: გამოძიებით არ დასტურდება, რომ იგლას ტიპის საზენიტო რაკეტა საქართველოდან გავიდა

543

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება, რომ საქართველოს საზღვრიდან იგლას ტიპის საზენიტო რაკეტა სომხეთში გაიტანეს. ამის შესახებ მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, პირველ დღეს იყო გაკვეული კთხვის ნიშნები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ჯერ ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა იგლას ტიპის საზენიტო რაკეტები, ეს არასწორი ინფორმაცია იყო, არ ვიცი ვინ რა გაავრცელა, თუმცა ოფიციალურ განცხადებას გეტყვით, გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება, გამოძიება გრძლდება, თუ დამატებით ინფორმაცია მივიღეთ საზოგადოებაც და თქვენც გაიგებთ.

ჩვენ კი იმისთვის რომ მეტი დამაჯერებლობა გვქონოდა ეს ყველა საზენიტო რაკეტას გააჩნია ინდივიდუალური კოდი, მე სპეციალურა დმივიღე იმს დილასვე გადაწყვეტილება, რომ აღგვერიცხა თავიდან ყველა ის რაოდენობა რაც იყო, მე არ ვიცი 20 წლის თუ  თუ სადღაც იმალებოდა, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ აღრიცხვაში რაც არის, ზუსტად ის არის ერთი ერთში ასეთი ტიპის რაკეტები. ეს კიდევ ერთხელ დამატებით საფუძველი იმისთვის, რომ ვიღაცას დამატებითი კითხვები არ გასჩენოდა",-განაცხადა ლევან იზორიამ. 

Comments
Loading...