- Advertisement -

იზორია: თუ სამხედროს ჰიგიენური პირობები არ ექნება, სახელმწიფოს მხრიდან დაფასებას ვერ იგრძნობს

471

„თუ სამხედროს ჰიგიენური პირობები არ ექნება ბაზაზე, არ იქნება ღირსეული პირობებით უზრუნველყოფილი, ვერ იგრძნობს სახელმწიფოს მხრიდან დაფასებას“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს, დაზოგილი თანხებით ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები გატარდება.

„წელს გვინდა ძირეული ნაბიჯები გადავდგათ. დაზოგილი თანხის დიდი ნაწილი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იქნება მიმართული, რათა ჰიგიენური პირობები იქნას გაუმჯობესებული“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

Comments
Loading...