"თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
"დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ცხადყოფს, რომ აღნიშნული დინამიზმი ორივე მხარეს თვალსაზრისით გაღრმავდება. თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას. ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მეორე ეს გახლვათ საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა და ნებისმიერ პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, მოგვარდება ურთიერთანამშრომლობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით, პრობლემები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონთან ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, ზემოთ ხსენებული ორი პრინციპი"",- განაცხადა ილდირიმმა.