- Advertisement -

ილია ელოშვილი: ძალიან მოკლე დროში გავიგებთ, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

456

ენერგეტიკის ახალდანიშნულმა მინისტრმა, ილია ელოშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რომელსაც სემეკ-ი მომავალ კვირას დაადგენს, უპასუხა.

"ამ შემთხვევაში მოლოდინები არ არის მნიშვნელოვანი, არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის თავის მოქმედებებში არის სრულიად დამოუკიდებელი, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი. ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ გავიგებთ რა იქნება", – განაცხადა ელოშვილმა.

Comments
Loading...