- Advertisement -

ილია ელოშვილმა გურჯაანში ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წარუდგინა

393

გურჯაანში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და რაიონის დეპუტატმა ამომრჩეველს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წარუდგინა.

ელოშვილმა პარტიის გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მისი განცხადებით ხანდამაშვილი ღირსეული მერი იქნება გურჯაანელებისთვის.

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კი ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, შეაჯამა განვლილი ერთი წლის მუშაობა და გურჯაანელებს 21 ოქტომბერს არჩევნებზე მონაწილეობა ურჩია.

Comments
Loading...