- Advertisement -

ილია ვერძაძე: პროცესი ორგანიზებული იყო, წინასწარ ჰქონდათ მომარაგებული საწვავი და ქვები

572

 

"ეს პროცესი სპონტანური არ იყო, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომ ხდებოდა მობილიზაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომარაგებული იყვნენ როგორც ქვებით ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებით. საწვავით რომლითაც აალება მოხდა რამდენიმე ავტომობილის,“-განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ილია ვერძაძემ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში. 

მისი თქმით, პროცესი შეიძლება ბუნებრივად დაიწყო, თუმცა, შემდეგ მობილიზიებულ დესტრუქციულ ქმედებებში გადაიზარდა.

"არაფერს გამოვრიცხავ ეს იმდენად ორგანიზებული იყო, რომ შეიძლება, ყოფილიყო როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ,ასევე ცალკეული ჯგუფების მიერ.

ძალიან ორგანიზებულად იყო მოწოდებული ე.წ. მასალა რითაც შეტევა ხორციელდებოდა შენობაზე.

მე მესმის რომ სიტუაციის საწყისი შეიძლება ყოფილიყო ბუნებრივი და იმ ოჯახის წევრებს ჰქონოდათ ბუნებრივი რეაქცია. ჩვენ ჩართულნი ვიყავით პირველი წუთიდანა ამ პროცესში. პროცესი იყო ძალიან ცუდად პროვოცრებული. ,“-განაცხადა ილია ვერძაძემ.

Comments
Loading...