- Advertisement -

იმერეთში სახალხო დღესასწაული “საჩხერლობა” აღინიშნა

527

დაგეგმილი ღობისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი გახსნა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე არსებული საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა შენობის ნახევარი აუშენებელი დარჩა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა შენობის შიდა და გარე ფასადის აღდგენა.

საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ფოტო მასალა.

ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში, ქალაქში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება.

Comments
Loading...