- Advertisement -

ინაშვილი დეპუტატებზე: ზოგი ისეთი გაყინული თვალებით გიყურებს, საუბრის ხალისი დაგეკარგება (ვიდეო)

45

„ზოგჯერ საუბრის ხალისი დაგეკარგება ადამიანს. სურვილი არ გაქვს რამე თქვა. იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერის ლაპარაკს.
ზოგიერთი ისეთი გაყინული თვალებით გიყურებს“, – მიმართა დეპუტატებს ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღესაც გაგრძელდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატებს დღეს ირაკლი კობახიძემ გააცნო, რომელმაც პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.
უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.
The post ინაშვილი დეპუტატებზე: ზოგი ისეთი გაყინული თვალებით გიყურებს, საუბრის ხალისი დაგეკარგება (ვიდეო) appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...