- Advertisement -

ინაშვილი: ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ

6

“მინდა, გამოვეხმაურო ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედა ეკლესიას და პატრიარქს. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დაიწყო ვარდების რევოლუციიდან”,-განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ: 26 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. დღეს კი, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა. იგი ასევე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან.
The post ინაშვილი: ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...