- Advertisement -

ინაშვილი ირაკლი რუხაძეს: გამოგიყვანთ კულისებიდან, საიდანაც ძალიან არაკომპეტენტურად იკბინებით

164

"არაერთგზის, საჯაროდ, ნეგატიურ კონტექსტში მისაუბრია ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკაზე, რომელიც აშკარად მიკერძოებული, კონსერვატიული ძალებისადმი- მტრული, არასასურველი პოლიტიკოსებისადმი- მავნებლურია", – ამის შესახენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი .
"მზად ვარ ახლაც, პატივცემულო "იმედის" მფლობელებო, თქვენსავე ეთერში საჯაროდ ვისაუბრო, როგორ არღვევს თქვენი არხი ჟურნალისტურ პრინციპებს, როგორ ცდილობთ დააკნინოთ თქვენი დამკვეთებისთვის მიუღებელი პარტიები და პოლიტიკოსები, რა სამარცხვინოდ იქცევით, როცა ხელოვნურად აწინაურებთ ბოკერია-ბაქრაძე- უგულავას ჯგუფს და ა.შ.

ბატონი ირაკლი რუხაძე, ქართულ პოლიტიკაში, ვატყობ, რუხ კარდილობას ცდილობს და ამისათვის ბოროტად იყენებს ტელევიზიის ბერკეტს. თქვენთვისაც მოვიცლით, ბატონო ირაკლი. გამოგიყვანთ იმ კულისებიდან, საიდანაც ძალიან არაკომპეტენტურად იკბინებით, სხვათა შორის. ნანახი გვყავს თქვენნაირები. ზოგიერთი ცოცხალიც აღარაა", – წერს ირმა ინაშვილი.

Comments
Loading...