- Advertisement -

ინაშვილი: პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა?

9

„აქ ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა? ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. აი, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ და ერთმანეთში ლაპარაკობთ, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ეს რას ჰგავს და რას ნიშნავს? მომზადებული არ უნდა მოხვიდეთ პარლამენტის სხდომაზე დ შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ – თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. აი, ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, ქუჩაში რა პროცესებიც განვითარდება, ის რომ რაღაცა სტაბილურობის ფარგლებში მოაქციოთ, მზად ხართ მერე ამისთვის? მე არც ერთ პარტიას აღარ მივაქცევ ყურადღებას და ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდეს. ამისთვის მზად ხართ?“ – მიმართა ირმა ინაშვილმა უმრავლესობას.
The post ინაშვილი: პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...