- Advertisement -

ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას: შიდა ოპონირება არავის აინტერესებს, მელაკუდობისა და სიწუწკის სუნი ადის!

12

„თქვენი შიდა დისკურსია და ოპონირება არავის აინტერესებს. ამას ასდის პოლიტიკური მელაკუდობის და სიწუწკის სუნი, გაფანტეთ ეს სურნელი. ქართული დემოკრატიის სურნელი მოფინეთ ამ დარბაზს და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო კობახიძის განცხადებას 60 %-ზე. არ ვიცი ადეკვატურებისკენ მოგიწოდოთ თუ არა. მოგიწოდებთ, კარგად გაანალიზოთ, რა 60%-ზე საუბრობთ საერთოდ?! ან 40%-ზე?!”,-ამბობს ინაშვილი.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატებს დღეს ირაკლი კობახიძემ გააცნო, რომელმაც პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.
უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.
The post ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას: შიდა ოპონირება არავის აინტერესებს, მელაკუდობისა და სიწუწკის სუნი ადის! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...