- Advertisement -

ინაშვილი: ციხეებში პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობა კახა კახიშვილს დამსახურებაა

382

"რა დარჩა 2012 წლის ჩვენი ოცნებიდან? ვწუხვარ, მაგრამ თითქმის აღარაფერი… ერთადერთი სიკეთის გარდა, რაშიც პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობა და საერთოდ, სისტემის ჰუმანიზაცია იგულისხმება და რაშიც პერსონალურად მინისტრ კახიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშივილი სოციალურ ქსელში წერს.

"რა დარჩა 2012 წლის "ქართული ოცნების" ფასეულობებიდან და ღირებულებებიდან? რა დარჩა "ქართული ოცნების" უმთავრესი დაპირებებიდან? დარჩა ბოკერია-პარლამენტში, უგულავა- პოლიტიკურ სცენაზე, კეზერაშვილი-უდანაშაულოდცნობილი, მერაბიშვილსაც მალე ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის რიგებში!

რა დარჩა 2012 წლის "ქართული ოცნების" ფასეულობებიდან და ღირებულებებიდან? რა დარჩა "ქართული ოცნების" უმთავრესი დაპირებებიდან? დარჩა ბოკერია-პარლამენტში, უგულავა- პოლიტიკურ სცენაზე, კეზერაშვილი-უდანაშაულოდცნობილი, მერაბიშვილსაც მალე ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის რიგებში!

დარჩა უზურპირებული საარჩევნო სისტემა. არადა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით "ოცნების" ზოგიერთი ლიდერი შიმშილობდა კიდეც თავის დროზე.

დარჩა კატეგორიული აზროვნება, რომ ისაა მხოლოდ მართალი. დარჩა სააკაშვილის სტილი, ყოვლადბინძური მეთოდებით გარიყონ, დააშინონ, მოისყიდონ და გააშავონ პოლიტიკური კონკურენტები და არასასურველი ოპონენტები.

დარჩა წარმოდგენა, რომ სახელმწიფოა არა ინსტიტუტები და ხალხი, არამედ მმართველი პარტია, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ მარადიულად უნდა იყოს ხელისუფლებაში. დარჩა არა პრინციპულობა, არამედ ფობია ევროსტრუქტურებისადმი, რომ რამე ისეთი არ თქვან ან მოიმოქმედონ, რაც დასავლეთს გააბრაზებს. ამ დროს ვენეციის კომისია მშვენივრად დაიკიდეს ფეხზე. დარჩა დაწინაურებული ნაცელიტა, უკვე შერწყმული "ოცნებასთან" და დარჩა "ოცნების" გულწრფელადერთგული ადამიანების გათელვის, დაჩაგვრის, იგნორირების რეალობა.

რა დარჩა 2012 წლის ჩვენი ოცნებიდან? ვწუხვარ, მაგრამ თითქმის აღარაფერი… ერთადერთი სიკეთის გარდა, რაშიც პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობა და საერთოდ, სისტემის ჰუმანიზაცია იგულისხმება და რაშიც პერსონალურად მინისტრ კახიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჩვენ… თქვენ, სხვები, ვინც ისე ფიქრობს და ხედავს, როგორც მე, დავრჩით ნამდვილი "ქართული ოცნებიდან". ჰოდა, ვიოცნებეთ 5 წელი? ახლა ვიმოქმედოთ! ვიმოქმედოთ 2012 წლის "ქართული ოცნების" იდეალების გადასარჩენად, რისთვისაც ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად და პირიქით, დიდი თავგანწირვა გაიღო.", – წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.

Comments
Loading...