- Advertisement -

ინსპექტორი: სატელეფონო საუბრის მოსმენაზე მოსამართლის განჩინებები 28 ერთეულითაა გაზრდილი

600

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 47-ჯერ არ გასცა თანხმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის ანგარიშშია მითითებული. 

თანხმობის მიუცემლობის მიზეზად ანგარიშში მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმების დროს გამოვლენილი ტექნიკური შეცდომის ან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა/ბუნდოვანებაა მითითებული. 

ანგარიშის თანახმად, 2015 წელთან შედარებით 28 ერთეულით არის გაზრდილი ინსპექტორის აპარატში შემოსული მოსამართლის განჩინებების რაოდენობა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, ხოლო შუამდგომლობების რიცხვი ვადის გაგრძელების თაობაზე 6-ით არის შემცირებული.

Comments
Loading...