- Advertisement -

იონათამიშვილი: ახალი საგადასახადო ინიციატივა მოგვიტანს რეალურ და აუცილებელ სარგებელს

346

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას მიესალმება და აცხადებს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივას.

"ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.

აღნიშნული ინიციატივა არის დროული, რადგან სწორედ დღეს გვჭირდება მცირე ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს დაეს ცვლილებები თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახოს.

ახალი ინიციატივით 5-ჯერ იზრდება წლიური ბრუნვის ზღვარი და ამავე დროს, 5-ჯერ მცირდება გადასახადი მცირე მეწარმეებისათვის. ამ ცვლილებებით დაახლოებით 120.000 მეწარმე ნახავს რეალურ შეღავათს. მათი მოგება გაიზრდება, გაუმჯობესდება სამუშაო გარემო და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები" – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Comments
Loading...