- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: მთავრობას და დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოება დღეს უკვე აღარ ახსოვთ

563

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე’’ 

"ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ გუშინ, როდესაც მათ სურდათ ადამიანების უკანონო მოსმენების გაგრძელების შესაძლებლობის სუს-ისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ხოლო დღეს, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს რეგიონში არსებული საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება, უკვე აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება", – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომებს მისი წევრები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. მისვე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე  დღეს სესიას უძღვება და ამიტომ უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება. 

გიორგი კახიანმა ასევე განაცადა, რომ უშიშროების საბჭოს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში დგას. კახიანის ინფორმაციით, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნას.

Comments
Loading...