- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს

523

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგენის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართოს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებები რომლის ერთერთი მთავარი დანიშნულება არის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვა მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების ჩამორთმევა, საუბარია ადგილობრივი თვითმართველ ერთეულებში ბევრგან არჩევითი თანამდებობის პირების გაუქმებაზე და მოსახლეობის ამ ჩართულობის გაუქმებაზე, საუბარია გადასახადების გაზრდის შემზღუდავი ნორმის კონსტიტუციიდან ამოღებაზე, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ ყოფას და კიდე უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას ყოველდღიურად ჩვენს მოსახლეობას",-განაცხადა აბესაძემ. 

Comments
Loading...