- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ

516

"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეაქვს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, საზოგადოება ერთხმად არის შეთანხმებული, რომ  ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უკანონო მოსმენები, ადამიანების უკანონო დაშანტაჟება უნდა დასრულდეს. 

"ჩვენ რა თქმა უნდა ვუერთდებით კამპანია ეს შენ გეხებას და თითოეულ ადამიანს ვეუბნებით, რომ დიახ ეს თქვენ გეხებათ, თქვენ მოგისმენენ, თქვენ დაგაშანტაჟებენ და იმისთვის, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ამის შესაძლებლობა აღარ მიეცეს, ჩვენ ვაპირებთ დღეს მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც დიდი იმედი გვაქვს, რომ დამტკიცდება იმ მოდელის არაკონსტიტუციურობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღიო და აქღარ ექნება სუს-ს შესაძლებლობა უკანონოდ მოუსმინოს და დააშანტაჟს ადამიანები,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Comments
Loading...