- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: “ოცნება” პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ პიროვნულ გაღიზიანებას ვერ მალავს

474

"ქართული ოცნების წარმომადგენლები ვერ მალავენ პიროვნულ გაღიზიანებას და უპატივცემულობას პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ"-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

"ნათელი ხდება, რომ პრეზიდენის უფლებამოსილებების შეკვეცა და პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ უკავშირდება სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცვლილებას, არამედ უკავშირდება პიროვნულ უთანხმოებას ქართული ოცნებასა და პრეზიდენტს შორის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომ ამ საკითხებზე ჩატარდეს პლებისციტი, გამოიკითხოს საზოგადოება და ქართულმა ოცნებამ თავად კი არ განსაზღვროს რა სჭირდება საზოგადოება, არამედ საზოგადოების აზრი აისახოს კონსტიტუციაში," – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Comments
Loading...