- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: საარჩევნო რეფორმა ყველაზე მეტად ანერვიულებს “ქართულ ოცნებას”

582

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა.

"გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა წარმოდგინო რაიმეს დარღვევად. ჩვენ მივესალმებით საჯარო, ფართო განხილვებს მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ანერვიულებს ,,ქართულ ოცენაბას’’,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...