- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: სამინისტროების მშენებლობაზე ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვა მიუღებელია

507

მოძრაობა თავისუფლებისთის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათავლისწინებით სამინისტროების მშენებლობაზე ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვა მიუღებელია. ამ განცხადებით დეპუტატი სამინისტროების ორთაჭალაში გადატანის მოსაზერებას ეხმიანება, რომელზეც მთავრობის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში შექმნა ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გააძვირა ცხოვრება, გაართულა ყოველდღიური ყოფა, გაზარდა სირარიბე, ხელისუფლება ვერ ახერხებს უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე, რომლის შედეგიც არის სწორედ ის, რომ დღეს თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრება არის უფრო რთული.

მაშინ, როდესაც 40 000-მდე სოციალურად დაუცველს უკანასკნელი ლუკმა წაართვა ბატონმა სერგეენკომ, მაშინ როდესაც ლტოლვითა საკითხი არ არის მოგვარებული და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის მნიშვნელოვნად შეფერხებული და უკეთესი მომავლის რეალურ საფუძველს არ იძლევა, ეს არის უაღზრესად არასწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ორთაჭალაში სამინისტროების შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ კი აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე, სადაც ზოგიერთი სამინისტროა განთავსებული, სჯობს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს. მისივე თქმით, საუბარია გეერგეს გამოცხადებაზე, რაც საკითხის შესწავლას გულისხმობს. გახარია განმარტავს, რომ ეს მოსაზრება ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით საინტერესოა. 

Comments
Loading...