- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: “ქართული ოცნება” მარგველაშვილის მიმართ პიროვნულ წყენას ვერ ივიწყებს

529

"ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების პოზიციას, რომ ისინი მზად არიან საქართველოს მოსახლეობას ჩამოართვან პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება მხოლოდ და მხოლო პრეზიდენტთან პიროვნული შეუთანხმებლობის გამო",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

 "ქართული ოცნება ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური პარტიების დასაშანტაჟებლად, როდესაც საუბრობენ გაურკვეველი პოლიტიკური კონსესუსის აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსესუსი. სწორედ ამიტომ ევროპულმა საქართველომ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩავატაროთ საყოველთაო გამოკითხვა და მოსახლეობამ გადაწყვიტოს სურთ თუ არა მათ, რომ ირჩევდნენ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. ნათელია, რომ ქართული ოცნება პიროვნულ წყენას, რომელიც ივანიშვილის დროიდან მომდინარეობს მარგველაშვილის მიმართ ვერ ივიწყებს. მათ ძლიერი სურვილი აქვთ, რომ უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს,’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტიები კომპრომისზე არ წამოვლენ, პრეზიდენტის ირიბად არჩევა 2018 წელსვე მოხდება

Comments
Loading...