- Advertisement -

ირაკლი აბესაძე: ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში ყოფნას აგრძელებს

619

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერებას რუსთავი 2-ის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ზრახვების მხილებად აფასებს. 

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ერთის მხრივ ხელისუფლებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ საქმე გვქონდა ორ კერძო პირს შორის სამართლებრივ დავასთან და მეორეს მხრივ, ვუყურებთ იმავე ხელისუფლების პანიკურ რეაქციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ამხილა მათი პოლიტიკური ზრახვები რუსთავი 2-ის მიმართ და აუკრძალა ხელისუფლებას ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს რუსთავი 2- ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე.

სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, კვლავ ცდილობენ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და უმტკიცონ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ზეგავლენას ვერ იქონიებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში ყველა ნათლად ხედავს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურად მართულ პროცესებთან და მიზანთან თავისუფალ მედიასთან მიმართებაში’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...