- Advertisement -

ირაკლი აბუსერიძემ სადეპუტატო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა

19

ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია ინფრასტრუქტურის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალური საკითხები. ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს გაეწიათ კონსულტაციები და რეკომენდაციები; შუამდგომლობები რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნა.
„მოქალაქეთა პრობლემების გადასაწყვეტად კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია, შესაბამისად, ტრადიციულ შეხვედრებს ვმართავ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ვისმენთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემებსა და მოსაზრებებს. პარალელურ რეჟიმში, საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლით ვეცნობით არსებულ ვითარებას. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქეების ჩართულობის ხარისხს, რაც პირდაპირ კავშირშია გამჭვირვალე მმართველობასთან და ასევე მე, როგორც ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, საშუალებას მაძლევს უფრო ახლოს ვიყო მათთან და მეტად ვიცნობდე მათ საჭიროებებს,“ -აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.
The post ირაკლი აბუსერიძემ სადეპუტატო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...