- Advertisement -

ირაკლი ბერაია: შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა

467

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ბერაიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ანალიზი გაკეთებულიყო, შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა.

''თუ წარმომადგენლობით ხარჯებს ჩავხედავთ, აუდიტის დასკვნაშივე განმარტებულია, რომ 2016 წელს 2015-თან შედარებით ხარჯები შემცირებულია, ხოლო დანამატების ოდენობა სახელფასო ფონდთან შედარებით 2%-საც კი არ შეადგენს. აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან გატარებული რეფორმების მასშტაბებითა და შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა.

აუდიტის დასკვნები ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურება და მაგალითად, სახელფასო პოლიტიკის სფეროში ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი კანონმდებლობა,'' – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Comments
Loading...