- Advertisement -

ირაკლი ზარქუამ პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და საკრებულოში რჩება

7

ამის შესახებ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ვანო ზარდიაშვილის შემდეგ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა, შემდეგ კი თემურ გოცირიძეა.

თემურ გოცირიძე არის შპს “იწა” – 10%-ის და შპს “კარიბჭე” – 44% წლის მფლობელი. ამავდროულად „კარიბჭეს, დირექტორი. ასევე სს “ენერგიკავშირი” – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგას დამფუძნებელი;

ა(ა)იპ საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (დირექტორი) საქართველს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი; ა(ა)იპ გოცირიძეების საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსლში დღეს გაავრცელა.

Comments
Loading...