- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: აპრილის ბოლოს საკონსტიტუციო კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს

925

საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას კონკრეტულ პროექტს წარუდგენს, აპრილის ბოლოს კი საბოლოო დოკუმენტი დამტკიცედება, რომელსაც პარლამენტში ინიციტავის სახით შეიტანენ. ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი. მათ შორის, ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი.ამ დღის წესრიგის თანახმად, ათი აპრილის კვირაში გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ კომისიის კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგის მიხედვით აპრილის ბოლოს მომზადდება გარკვეული დოკუმენტი და ეს დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...