- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ბათუმის მოვლენები და სოლიდარობის გამოცხადება შემაშფოთებელი იყო

581

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ სოლიდარობის გამოცხადება შემაშფოთებელია. კობახიძე ამბობს, რომ სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი. 

"ძალიან შემაშფოთებელი იყო ის მოვლენები რომელიც განვითარდა ბათუმში, მათ შორის ძალიან შემაშფოთებელი იყო კონკრეტული კონკრეტული პარტიის, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მაგალითად სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს იმ დღის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე ჩვენ მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ზუსტად ვნახოთ თუ როგორ წარიმართებოდა პროცესები, ვინ იდგა ამ პროცესების უკან, იყო თუ არა მართული ეს პროცესები და ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

მე ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის საფუძველზე უნდა ვისაუბროთ შემდეგ უკვე კონკრეტულ სანქციებზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ. 

თუ იკვეთება გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ სამართლებრივ სანქციებზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, სხვა, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე გამოძიების შედეგებიდან",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...