- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს

415

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

ხანძრის დროს დაშავებულ ჩვენ მოქალაქეებს და სტუმრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-ს წინასწარი ინფორმაციით ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის გამო 12 ადამიანი გარდაიცვალა.

Comments
Loading...