- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: გენერალური აუდიტორის კანდიდატურას პარასკევს დავასახელებთ

352

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას 8 სექტემბერს დაასახელებს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის ცნობით, სავარაუდოდ, 20 სექტემბრისთვის პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დაამტკიცებს.

"კონსტიტუციის თანახმად, პარასკევს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. საშუალება გვექნება 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანმადებობაზე",- გ ანაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშილის კანდიდატურას წარადგენს.

აუდიტორის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

Comments
Loading...