- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, სიცოცხლის, სიხარულის დღესასწაულს!

298

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

"ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს ზეიმობენ, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს.

ყველას, ვინც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს!

ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება.

გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას!"- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

 

Comments
Loading...