- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: დაზვერვის სამსახური და სუს-ი აღარ გაერთიანდება

396

პარლამენტიდან დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანების შესახებ კანონპროექტები, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის თანმდევია. გაერთიანების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

"გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტები. საუბარი იყო იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, შედგა ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონსულტაციები, და ამის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შესაბამის ნაწილი იქნას გაწვეული. შესაბამისად ინიცირებული აღარ არის დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანება", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...