- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: დემოკრატიული სახელმწიფოები ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას

467

"დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

„დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. „ისინი, ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის“ – ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ეს ფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს.

ამ ისტორიული გამოცდილებით შეიარაღებულებს ჩვენ მყარად გვწამს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობით, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...