- Advertisement -

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი არჩევანი გავაკეთე თბილისის სიყვარულით

352

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

"ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი თბილისი და ნამდვილად გახადოს ისეთი ქალაქი, როგორიც უნდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს.

ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩვანი გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, ჩემი არჩვანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს და უზრუნველყოფს თბილისის განვითარებას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...