პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 12:30 საათზე დაიწყება.
22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.